logo_geo
სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს
- +

3 მარტი. 2018. 18:30




მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი