logo_geo
სოფელ ცაიშში, ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა
- +

4 მარტი. 2018. 15:48

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა.


პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


არსებული ინფორმაციით, მოზარდი ცაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელიც დღეს დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა.


როგორც რეფერალური საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს შუბლის არეში ღია ჭრილობა აქვს და ამ ეტაპზე მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი