logo_geo
ფოთში ადგილობრივმა მცხოვრებმა თევზჭერის დროს ამფორის ფრაგმენტი აღმოაჩინა
- +

10 მარტი. 2018. 13:22



ფოთში მცხოვრებმა რევაზ ბერაიმ თევზჭერის დროს ამფორის ფრაგმენტი აღმოაჩინა და კოლხური კულტურის მუზეუმს გადასცა.


მუზეუმის დირექტორის ელენე გაბლიანის განცხადებით, არტეფაქტი ანტიკური პერიოდის უნდა იყოს.


„ამფორის ფრაგმენტები ერთ-ერთი თევზსაჭერი სეინერის მეპატრონემ, შავი ზღვის აკვატორიის გრიგოლეთის მონაკვეთზე 74-80 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა. როგორც ჩანს, ეს ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აქ მსგავს ნივთებს მეთევზეები ხშირად პოულობენ", - აღნიშნა ელენე გაბლიანმა.

 

გაბლიანი თევზსაჭერი გემების კაპიტნებს თხოვნით მიმართავს, ანალოგიური ნივთის პოვნის შემთხვევაში, ქალაქის კოლხური კულტურის მუზეუმს აუცილებლად დაუკავშირდნენ.



 

big_banner
არქივი