logo_geo
ყვარლის ცენტრში მდებარე საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა
- +

10 მარტი. 2018. 14:54



ყვარლის ცენტრში მდებარე საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, ნგრევის პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რაც საფრთხის უქმნის გარშემომყოფებს.


მოსახლეობამ დახმარებისთვის და პრობლემის დროულად მოგვარებისთვის მუნიციპალიტეტს წერილობით უკვე მიმართა. მერიამ თავის მხრივ საქმის კურსში ჩააყენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე ამბობს, რომ პრობლემას იცნობენ და კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2-3 კვირაში დაიწყება.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი