logo_geo
ქუთაისში ქალებსა და წყვილებს ტაქსით ქალი მძღოლები მოემსახურებიან
- +

10 მარტი. 2018. 20:46



ქუთაისში ტაქსით მგზავრობის მსურველ ქალებსა და წყვილებს, ტაქსის ქალი მძღოლები მოემსახურებიან. ამ ეტაპზე ქალაქში ორი ტაქსი დადის.


იდეის ავტორების თქმით, მგზავრებს მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი და მძღოლებს უნიფორმა ეცმევათ, მგზავრი მისთვის სასურველ მუსიკას მოუსმენს და ა.შ.


ტაქსით მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე დარეკვით, ისე აპლიკაციით.


„კომპანიას ექნება დაცვის სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ქალები შეძლებენ 7-12 საათამდე გამოძახებას, თუმცა თუ მაინც იმგზავრებს მამაკაცი, გამომდინარე ჩვენი მენტალობიდან, მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება მისი გადაადგილება", - ამბობენ კომპანიაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი