logo_geo
ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს
- +

13 მარტი. 2018. 18:26



ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარი ქურდულ გარჩევას უკავშირდება.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 19/109 - მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი