logo_geo
გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
- +

14 მარტი. 2018. 12:26



გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.


15 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.


ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14 მარტს +10, +12, ხოლო 15 მარტს +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.




 

big_banner
არქივი