logo_geo
ქუთაისში ე.წ. მშრალი შადრევანი განთავსდება
- +

16 მარტი. 2018. 14:02



ქუთაისში, ე.წ. ხარაზოვის სკვერში მშრალი შადრევანი ამოქმედდება.


აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.


სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ  შესაბამისი კვლევების საფუძველზე უნდა შემუშავდეს ე.წ. მშრალი შადრევნის პროექტი.


დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შადრევნის დეკორაციული განათებას (ფერები და ესკიზი შეთანხმდება ქუთაისის მერიასთან შადრევნის (და განათების) მოწყობისათვის გამოსაყენებელი მასალები (კაბელები, განათების სისტემები, შადრევნის ზედაპირი და ა.შ.) უნდა აკმაყოფილებდეს: ხანგრძლივი ექსპლოატაციისა და წყლის მიმართ განსაკუთრებული მედეგობის მოთხოვნებს.


დოკუმენტაციაში წერია, რომ შადრევნის ზედაპირი უნდა იძლეოდეს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას და მასზე (ან მის მონაკვეთებზე) გამოსახული უნდა იყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 500 ლარია. წინადადებების მიღება 25 მარტს იწყება და 28-ში დასრულდება.



 

big_banner
არქივი