logo_geo
ისტორიულ ძეგლებს დატბორვა ემუქრებათ!
- +

19 მარტი. 2018. 00:22



ტვიში-ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურები 19 ისტორიულ ძეგლს საფრთხეს უქმნის - ისტორიული ძეგლები ჰესების აშენების შემთხვევაში ხელოვნურად დაგუბებული წყალსაცავების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, რაც საუკუნოვან მემკვიდრეობას საფრთხეს შეუქმნის.


გარემოზე ზემოქმედების კვლევაში - 400-გვერდიან დასკვნაში, იმ 19 ძეგლის გარდა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, საუბარია კიდევ 23 ობიექტზე.


კვლევის ავტორები ინვესტორს და სახელმწიფოს უთითებენ, რომ პროექტის განხორციელებამდე და ტერიტორიის დატბორვამდე არქეოლოგიური კვლევების ჩატარება აუცილებელია.


გარემოზე ზემოქმედების დასკვნაში წერია, რომ საფრთხეშია წითელ წიგნში შეტანილი ფაუნაც. მაგალითად, მურა დათვი, წავი, ორბი და სამხრეთული ცხვირნალა, რომელთა საბინადრო და საკვები ადგილებიც მოისპობა.


გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ვითარება უფრო რთულია, ვიდრე ეს გამა კონსალტინგის სპეციალისტებმა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში აღწერეს.


გარემოსდამცველების ნაწილის განცხადებით, ტვიში-ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების აშენების შემთხვევაში, დანაკარგი გაცილებით დიდი იქნება. ისინი კვლევით ორგანიზაციას პროექტისთვის დადებითი დასკვნის გამო აკრიტიკებენ.


ტვიში-ნამახვანის ორი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, საერთო ჯამში, რიონის ხეობაში 630 ჰექტარზე უნდა განხორციელდეს. სახლებთან ერთად, ვენახებისა და სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების დატოვება მოუწევს 110-მდე ოჯახს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი