logo_geo
ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
- +

20 მარტი. 2018. 18:10



ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



 

big_banner
არქივი