logo_geo
ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს
- +

25 მარტი. 2018. 11:34




ზუგდიდში ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


ექიმების განმარტებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შემოყვანისას ბავშვი თეთრ ნაჭერში იყო გახვეული. შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო. გამოძიება 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი