logo_geo
28 მარტს რიკოთის გვირაბში ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
- +

27 მარტი. 2018. 14:59



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) ტესტირების მიზნით საჭიროა გვირაბის დაკეტვა. რის გამოც, 2018 წლის 28 მარტს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.


დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.






 

big_banner
არქივი