logo_geo
მინდელის შახტიდან ცხედრების ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა
- +

5 აპრილი. 2018. 11:39

 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, საიდანაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა ექვსი დაღუპულის ამოყვანა.

 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მეშახტეები, გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები.

 

ადგილზე ჩავიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

 

მინისტრმა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, ის ადგილზე მოინახულებს ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა კიდევ ერთი უბედური შემთხვევა, ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და გვექნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ქუმსიშვულმა.

 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი