logo_geo
სოფელ ჩუმლაყში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
- +

21 აპრილი. 2018. 14:27

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მცირეწლოვანია.

 

არსებული ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ექიმის თქმით, პაციენტებს პირველადი სამედიცინო გამოკვლევა უტარდებათ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი