logo_geo
ბათუმში აკრძალულ ადგილას მოწევის ფაქტზე პოლიცია გამოიძახეს
- +

2 მაისი. 2018. 13:53

 

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევის ფაქტზე, აჭარიდან ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციას გამოძახების ადგილზე არავინ დახვდა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირმა, რომელმაც შსს ინფორმაცია მიაწოდა, მოგვიანებით მობილური ტელეფონი გათიშა და მას ვერ დაუკავშირდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი მაისიდან მწეველთა უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში. მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.

 

კანონის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით 2 000 პოლიციელი აკონტროლებს.

 

 

big_banner
არქივი