logo_geo
ქედაში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

5 მაისი. 2018. 12:23

 

 

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

 

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი