logo_geo
კასპთან ცენტრალურ საავტომობილო მონაკვეთზე ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

23 მაისი. 2018. 00:13

 

კასპთან, ცენტრალურ საავტომობილო მონაკვეთზე ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

 

ადგილზე ხუთი სახანძრო და სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ცეცხლი ორი ტრაილერის შეჯახებამ გამოიწვია, რომელთაგან ერთს სპირტი, მეორეს კი ავტომობილების ნაწილები და საავტომობილო ზეთი გადაჰქონდა. ხანძრის ლიკვიდირების მიუხედავად, ამ დრომდე შეზღუდვა ვრცელდება აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავ ავტომობილებზე.

 

აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. ავტომობილთა ნაკადს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა კი შეზღუდვების გარეშე ხორციელდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი