logo_geo
ბათუმში დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება
- +

26 მაისი. 2018. 16:14

 

სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნა ბათუმში. პარალელურად საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტომ წარმოადგინა.

 

ღონისძიებების მთავარი ადგილი იყო საოცრებათა მოედანი. „ანბანის კოშკის“ მიმდებარედ მოწყობილია გამოფენები, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის წარმოდგენა და სპორტული სანახაობა.

 

ეროვნულ სამოსში გამოწყობილი 13 ქვეყნის ანსამბლებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

 

18:00 საათზე დაიწყება ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაიწყება.

 

 

 

big_banner
არქივი