logo_geo
ქუთაისში საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა
- +

27 მაისი. 2018. 13:12

 

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის დეტალები უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი