logo_geo
ბათუმში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ლიფტში დაჭრეს
- +

27 მაისი. 2018. 19:39

 

 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 35-წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს.

 

დაშავებული ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

 

დაშავებულ ქალს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი