logo_geo
19 წლის გოგო ფოტოს გადაღების მომენტში აივნიდან გადმოვარდა
- +

28 მაისი. 2018. 21:32

 

 

ახალციხეში 19 წლის გოგონა, ფოტოს გადაღების დროს საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა 27 მაისს მოხდა.

 

გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. იქიდან კი იგი კატასტროფით თბილისის ინგოროყვას კლინიკაში წაიყვანეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი, ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან კიდევ ერთ წლამდე პატიმრობით.

 

 

big_banner
არქივი