logo_geo
ნატახტარში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში 9 ადამიანი მოიწამლა
- +

28 მაისი. 2018. 23:14

 

ნატახტარში, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში 9 ადამიანი მოიწამლა.

 

ინტოქსიკაციის შედეგად მოწამლული 9 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

 

არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში სულ 8 ზრდასრული, ერთი კი 14 წლის მოზარდი გადაიყვანეს.

 

ექიმის თქმით, ცხრავე პაციენტს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ. ახლა ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი