logo_geo
მდინარე საფრისწყალზე არსებულ ხიდზე მოძრაობა აიკრძალა
- +

29 მაისი. 2018. 20:04

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ99+100 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, დაზიანდა მდინარე საფრისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელი. რის გამოც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, გეოლოგების რეკომენდაციით,  25 მაისიდან მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდებოდა. კერძოედ, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების  მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე იყო დაშვებული.

 

 

big_banner
არქივი