logo_geo
ხობში სამი ახალგაზრდა მოკლეს
- +

30 მაისი. 2018. 14:06

 

ხობში სამი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ლელა ქებურიამ გააკეთა.

 

„ახლა მაცნობეს შემზარავი ამბავი. ხობში სამი ახალგაზრდაა მოკლული, სამივეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს შუბლში“, - განაცხადა ქებურიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი