logo_geo
ბათუმში მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
- +

28 ივნისი. 2018. 12:16

 

 

ბათუმში, შუახნის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა თამარის დასახლებაში, დღეს, დილის საათებში მოხდა.

 

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ფანჯრის გაღების დროს გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ წუთებშიც მუშაობენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი