logo_geo
გურჯაანში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა
- +

29 ივნისი. 2018. 16:31

 

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს 2 წლის გოგონა ემსხვერპლა. ცეცხლი ყაჭიურების ორსართულიან სახლს გაუჩნდა, სადაც ორი ბავშვი იმყოფებოდა.

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბიჭის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ძლიერი ცეცხლის გამო, 2 წლის გოგონა ვერ გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები.

 

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი