logo_geo
ხაშურში მკვლელობა მოხდა
- +

30 ივნისი. 2018. 16:51

 

 

ხაშურში ორი მამაკაცი დაჭრეს, რომელთაგან ერთ-ერთი, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ გაზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი