logo_geo
ხევსურეთში, მდინარე არღუნში რუსი ტურისტებით სავსე მანქანა გადავარდა - არიან დაშავებულები
- +

3 ივლისი. 2018. 18:13

 

 

პირიქითა ხევსურეთში, მუცოს ჭალასთან, მდინარე არღუნში „დელიკა“ გადავარდა, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდა. მანქანაში მსხდომი ხუთივე ტურისტი დაშავდა.

 

დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება პირიქითა ხევსურეთის ექიმმა მიხეილ ჭინჭარაულმა საკუთარ სახლში გაუწია, რადგან ხევსურეთში ამბულატორიაც არ არის.

 

„მუცოს სასაზღვრო სექტორიდან დაგვიკავშირდა მესაზღვრე ლევან ზვიადაური და შეგვატყობინა, რომ მდინარეში მანქანა გადავარდა და დაშავებულები იყვნენ. იქ ტელეფონი არ იჭერს და რაციით გადმოგვცეს. მაშინვე გავედი. საბედნიეროდ, მგზავრებმა მანქანიდან გამოძრომა და წყლიდან ამოსვლა შეძლეს. ხუთივეს სხეულის დაზიანებები ჰქონდა, ნეკნების, მხრის და სხვა მოტეხილობები. აქ სამედიცინო პუნქტი არ გვაქვს. მათ შეხვევები, ტკივილის გაყუჩება და სხვა სახის პროცედურები სჭირდებოდათ. შატილში, ჩემთან სახლში გადმოვიყვანე და იქ გავაკეთე ყველაფერი. მერე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ. უღელტეხილამდე ჩვენ ავიყვანეთ მანქანებით და იქიდან სასწრაფომ წაიყვანა. ყველა გადარჩა“, - ციტირებს „მთის ამბები“ მიხეილ ჭინჭარაულის კომენტარს.

 

მანქანა მდინარე არღუნიდან გუშინ ამოიღეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი