logo_geo
ბათუმის ესტაკადა გაიხსნა
- +

7 ივლისი. 2018. 12:55

 

 

ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში დღეს, 7 ივლისს, ესტაკადა გაიხსნა.

 

ბათუმის ესტაკადის სიგრძე 800 მეტრია. პროექტის ფარგლებში ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება, ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი.

 

ესტაკადაზე სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ესტაკადა  სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას.

 

ბათუმის ესტაკადაზე ავტომანქანების მოძრაობა 1 ან 2 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გზა დღეს გაიხსნა.

 

ესტაკადაზე მოძრაობის დაწყების პარალელურად ორმხრივად გაიხსნა ბაქოს ქუჩაც.

 

ესტაკადის მშენებლობის გამო მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე ნებადართული იყო მხოლოდ ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბარცხანიდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო შავშეთის ქუჩის დასაწყისთან [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] ბაქოს ქუჩა ქალაქის ცენტრიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გადაკეტილი იყო.

 

 

ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი სქემა ბათუმში 2018 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებდა.

 

ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსთან“ 14 370 000 ლარზე აქვს გაფორმებული. ესტაკადის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 15 297 410 ლარი იყო გამოყოფილი.

 

მშენებლობას ზედამხედველობს შპს „ოიკო ჯგუფი“, რომელთანაც ხელშეკრულება სამინისტროს 137 ათას ლარზე აქვს გაფორმებული; მშენებლობის განხორციელების ეტაპების საექსპერტო შეფასებისთვის კი, ფიზიკურ პირს – ბეგლარ კახიძეს, აჭარის ბიუჯეტიდან 37 ათას ლარს გადაუხდიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი