logo_geo
ზესტაფონში სამი ტრაილერი ხევში გადავარდა
- +

13 ივლისი. 2018. 11:48

 

 

ზესტაფონში, შორაპანი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე სამი სატვირთო ავტომობილი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა.

 

სამივე ტრაილერი ხევში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადავარდა და შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი საბურავების მოცურება გახდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სსკ-ის კოდექსით გამოძიება არ დაწყებულა და მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი