logo_geo
აჭარაში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 23 %-ით გაიზარდა
- +

13 ივლისი. 2018. 12:48

 

 

აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების 808 437 ვიზიტი განხორციელდა.

 

„ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, საბაგირო, მტირალას ეროვნული პარკი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი აჭარაში იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

 

2018 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორები 20%-ით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც 6 თვეში 91 098 ადამიანი სტუმრობდა. 2017 წელს, ბოტანიკურმა ბაღმა 296 723 სტუმარს უმასპინძლა.

 

ვიზიტორების მატებაა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც იანვრიდან ივნისის ჩათვლით 22%-ით მეტ, 40 866 სტუმარს უმასპინძლეს. დელფინების შოუზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ ივნისში 27 438 შეადგინა, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. გასულ წელს, დელფინარიუმმა 194 548 ვიზიტორს უმასპინძლა.

 

6 თვეში 72%-ით მეტი, 19 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო-აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მხოლოდ ივნისში კი ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 46%-ით მეტი, 15 658 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, ის 20%-ით აღემატება 2016 წელს და 79 834 ვიზიტორს შეადგენს.

 

გაზრდილია ბათუმის საბაგიროს სტუმართა რაოდენობაც. 16%-ით მეტმა, 100 023 ადამიანმა ისარგებლა საბაგიროს სერვისით 6 თვეში, მხოლოდ ივნისში კი ვიზიტორთა რაოდენობამ 41 996 (+13%) შეადგინა. რაც შეეხება გასულ წელს, საბაგიროს 319 518 ვიზიტორი სტუმრობდა.

 

ვიზიტორების სიმრავლე დაფიქსირდა მტირალას ეროვნულ პარკშიც, სადაც 6 თვის განმავლობაში 20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს. აღნიშნული ციფრი 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. აქედან ყველაზე მეტი 9 217 (+47%) სტუმარი პარკს ივნისში სტუმრობდა. გასულ წელს, კი ეროვნულ პარკში 47 460 ვიზიტორმა იმოგზაურა“,- ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი