logo_geo
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ჩვილი და მამა ემსხვერპლა
- +

15 ივლისი. 2018. 12:05

 

 

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ჩვილი და მამა ემსხვერპლა. ავარიის დროს მანქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. ავარიისას დაშავებული ბებიისა და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

big_banner
არქივი