logo_geo
მდინარე ლიახვმა 2 მამაკაცის ცხედარი გამორიყა
- +

16 ივლისი. 2018. 12:53

 

 

ბოლო ორი დღის განმავლობაში, შიდა ქართლში, მდინარე „ლიახვმა” 2 მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას მედიაჰოლდინგი „კვირა“ ავრცელებს.

 

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი მდინარე ლიახვამა ერგნეთთან, 15 ივლისს გამორიყა, ხოლო მეორე ცხედარი 14 ივლისს ქვემო ნიქოზთან.

 

უწყების პრესსამსახურში განმარტავენ რომ, ცხედრები ექსტერიზის ბიუროშია მოთავსებული და მიმდინარებს მათი იდენტიფიკაცია.

 

ცხედრების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო.

 

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი