logo_geo
სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა
- +

4 აგვისტო. 2018. 22:55

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთ შელაპარაკება უძღოდა.

 

მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ქალმა კი დაზიანებები თავის არეში მიიღო.

 

 

ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სამედიცინო დამხარება გაეწიათ.

 

დაჭრაში ბრალდებული ახალგაზრდა დაკავებულია.

 

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე ვადით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი