logo_geo
დეკანოზი დავით ისაკაძე: ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს
- +

6 აგვისტო. 2018. 19:12

 

 

„ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, დეკანოზმა დავით ისაკაძემ განუცხადა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, საკითხზე ხალხის აზრის გათვალისწინება უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ისინი მუსლიმებს არ დევნიან.

 

„მეჩეთთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რეფერენდუმი. ხალხმა გამოხატოს თავისი პოზიცია, როგორც გერმანიასა და შვეიცარიაში მოხდა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. ყველა ქვეყანაში ასე ხდება, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. მეჩეთები აქ უამრავია, გინდათ აჭარაში და ქვემო ქართლში, ასევე ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში. მუსლიმანებს ჩვენ არ ვდევნით. მაგრამ აღარ არის საჭირო ამდენი მეჩეთი", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი