logo_geo
რუისთან და აგარასთან ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა
- +

10 აგვისტო. 2018. 20:24

 

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ერთი შემთხვევა რუისის მონაკვეთზე მოხდა, მეორე კი - სოფელ აგარასთან. არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი