logo_geo
ბათუმში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ
- +

15 აგვისტო. 2018. 18:17

 

ბათუმში წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახები 200-დან 500 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ. ინფორმაციას ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტო ავრცელებს.

 

სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ამ დროისთვის მერიამ 53 დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა. მათივე ინფორმაციით, კიდევ არის რამდენიმე განაცხადი შესული, რომელსაც განიხილავენ და აღრიცხავენ ზარალს. დაზარალებულები თანხას ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ.

 

ბათუმში წყალდიდობის შედეგად გასულ კვირას ასამდე ოჯახის საცხოვრებელი დაიტბორა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი