logo_geo
ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი მოეწყო
- +

16 აგვისტო. 2018. 17:34

 

 

სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხიდის კონსტრუქციის აწყობა უმოკლეს დროში, 4 დღეში მოახერხა.

 

შეგახსენებთ, რომ ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სტიქიის მომენტიდან ჩაერთო და ტექნიკის სრული მობილიზება მოახდინა.

 

სენაკის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები სტიქიის დღესვე დაიწყო, დასუფთავდა და გადაირეცხა დატბორილი ქუჩები, იმ სახლებიდან და სარდაფებიდან, სადაც წყალი შევიდა ამოტუმბვის სამუშაოები ჩატარდა.

 

ამჟამად, უხვი ნალექის შედეგად ჩამორცეხილი შიდა გზების აღდგენითი სამუშაოებზე სპეციალური ტექნიკა სოფელ ლეძაძამესა და უშაფათში მუშაობს. ჩამორეცხილი შიდა გზების აღდგენა ყველა პრობლემურ ადგილას მოხდება.

 

პარალელურად მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი