logo_geo
ბახმაროში ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა
- +

19 აგვისტო. 2018. 22:41

 

ბახმაროში ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2018“ გაიმართა. მთავარი პრიზის, „ბახმაროს თასი 2018“-ის მფლობელი ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა. მას თასთან ერთად ფულადი საჩუქრებიც გადაეცა.

 

დოღში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები.

 

ბახმაროში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი.

 

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი – ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი