logo_geo
17 სექტემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი სტუდენტებს და პედაგოგებს უფასოდ მოემსახურება
- +

20 აგვისტო. 2018. 16:48

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან ზუგდიდში სტუდენტები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.

 

ამ მომსახურებით შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები, ასევე საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები ისარგებლებენ.

 

მერიის ბიუჯეტიდან ამისთვის 20 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

big_banner
არქივი