logo_geo
ავტოავარია ახმეტაში - არიან დაშავებულები
- +

2 სექტემბერი. 2018. 13:48

 

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან ერთმანეთს „ბე-ემ-ვესა“ და „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად მძღოლმა და მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

big_banner
არქივი