logo_geo
სოფელ შაშიანში დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს
- +

3 სექტემბერი. 2018. 12:00

 

 

გუშინ ღამით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს.

 

დილით სამსახურში მისულ ბაღის აღმზრდელებს ჭიშკარი გატეხილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, განადგურებულია შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი, თუმცა წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ დამნაშავეებს არაფერი წაუღიათ.

 

„დიდი ხანი არ არის, რაც შაშიანის ბაღს worldvision-მა შენობა გაურემონტა და ახალი ინვენტარიც გადასცა. ვის და რატომ დაჭირდა ამის გაკეთება, არ ვიცი და ძალიან მიკვირს“, - განუცხადა პირველ არხს გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი