logo_geo
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
- +

4 სექტემბერი. 2018. 11:50

 

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ125 – კმ133 მონაკვეთზე გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

უწყების ცნობით, სამუშაოების გამო, დღეს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

 

big_banner
არქივი