logo_geo
ატენის ხეობაში დაკვამლიანებაა
- +

5 სექტემბერი. 2018. 17:30

ატენის ხეობაში დაკვამლიანებაა. კვამლი ტყის მასივის თავზე შეინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რამდენიმე სახანძრო ჯგუფი მიემართება. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ დაკვამლიანება რთულ რელიეფზე შეიმჩნევა.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი ადგილზე მიემართება. სიტუაციის ადგილზე შეფასების შემდეგ დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ“, -აცხადებენ სააგენტოში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი