logo_geo
ლაგოდეხში სპეციალისტებმა სამონასტრო კომპლექსს მიაკვლიეს
- +

5 სექტემბერი. 2018. 17:30

 

ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორის ტყეში სპეციალისტებმა სამონასტრო კომპლექსს მიაკვლიეს.

 

4-წლიანი სამუშაოების შემდეგ ირკვევა, რომ ახალაღმოჩენილი ნაგებობა სავარაუდოდ IX-X საუკუნეებით თარიღდება. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამარხები, ხოლო ტაძარში ძველი ქართული წარწერა და საწინამძღვრე ჯვრის ვერცხლის მორთულობა.

 

კომპლექსური არქეოლოგიური სამუშაოების მიხედვით, ტერიტორიაზე დიდი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობდა, რომელიც მონღოლთა შემოსევების დროს განადგურდა.

 

არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

 

 

big_banner
არქივი