logo_geo
ბათუმში „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა
- +

10 სექტემბერი. 2018. 17:21

 

ბათუმში, „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებდა, მისთვის მარიხუანა მიეწოდებინათ.

 

„შევატყობინეთ სამართალდამცველებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს. მოიყვანეს ამწე  და ისე ცდილობდნენ, ეს ბიჭი ქანდაკებიდან ჩამოეყვანათ. თავიდან უარს ამბობდა ჩამოსვლაზე, მაგრამ საბოლოოდ ჩამოვიდა. აქ როგორც ამბობენ, ეს ბიჭი თერჯოლიდან არის, მეტსახელად „ჩაქუჩას“ ეძახიან და სოციალურ ქსელში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ვიდეოებს აქვეყნებს. ქანდაკებაზე ასულიც ხალხს ზემოდან ეძახდა, მარიხუანა მომაწოდეთო“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

 

29 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი