logo_geo
ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს
- +

11 სექტემბერი. 2018. 12:58

 

 

ხულოში ორი ტაძარი გაქურდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სხალთის ეპარქია ავრცელებს.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ.

 

„9-და 10 სექტემბრის ღამეს გაქურდეს ხულოში ორი ტაძარი: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის.

 

ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას.

 

აღსანიშნავია რომ შარშან ასევე გაიქურდა სხალთის მონასტრის ტაძარი. გაიძარცვა სხალთის ღვთისმშობლის ხატი. მიმდინარეობდა გამოძიება. ბოროტმოქმედები ჯერაც არ არიან დადგენილნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი