logo_geo
ბათუმში მშენებარე სტადიონის ობიექტიდან მუშა გადმოვარდა
- +

12 სექტემბერი. 2018. 21:13

 

ბათუმში სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა.

 

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

 

„პაციენტი კონტაქტური იყო, თუმცა სხვადასხვა დაზიანებები, ძირითადად მოტეხილობები და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა. პირველადი დათვალიერებით, მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ იყო“, – განუცხადეს „პირველ არხს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლის დაკვეთითაც მშენებლობა მიმდინარეობს, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, უსაფრთხოების წესების დარღვევა არ იკვეთება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი