-
+
14 სექტემბერი. 2018. 19:06
ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსი ქალაქის გასასვლელში ხიდის ქვეშ ამოტრიალდა. ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.