logo_geo
ტყიბულში მომხდარ ავარიაზე ახალი დეტალებია ცნობილი
- +

14 სექტემბერი. 2018. 20:53

 

ტყიბულის საავადმყოფოდან ავარიის შედეგად დაშავებულებიდან 13 პირი უკვე გაწერეს. მათ მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ.

 

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით,  მიკროავტობუსის მძღოლი  არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ორი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ერთი ტყიბულის ჰოსპიტალში რჩება.

 

ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს მოხდა.

 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი